საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა პათოგენურ ფლორაზე.
ვაგინალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა პათოგენურ ფლორაზე იძლევა ინფექციური აგენტების გამოვლენისა და ეფექტურ მკურნალობის შერჩევის საშუალებას. ის ხელს უწყობს მიკროფლორის მდგომარეობის ზუსტ დიაგნოსტიკას, ანტიბიოტიკების მიმართს ბაქტერიების მდგრადობის განსაზღვრასა და გართულებების პროფილაქტიკას. პროცედურა უსაფრთხოა და იძლევა სწრაფ შედეგებს დიაგნოსტიკისთვის და ოპტიმალური მკურნალობის დანიშვნისთვის.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კვლევა პჯრ მეთოდით (10 ინფექცია)
პჯრ (PCR) ანალიზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (10 ინფექცია), უზრუნველყოფს ფართო სპექტრის ინფექციური დაავადებების სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტიკას. კვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა და იძლევა მოკლე ვადებში მკაფიო შედეგების მიღების საშუალებას, რაც მნიშნველოვანია მკურნალობის დროულად დასაწყებად.