სხვადასხვა ხასიათის მრავალი ქრონიკული და მწვავე დაავადების მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ოპერატიული ჩარევით.
ქირურგია — ამ პათოლოგიების შემსწავლელი სამედიცინო საქმიანობის დარგია. გამოყოფენ რამდენიმე მიმართულებას, რომელთაგან თითოეული პასუხისმგებელია ადამიანის ორგანიზმის გარკვეული სისტემის მკურნალობაზე.
SoloMed-ის ცენტრის ქირურგიის დარგში წამყვანი მიმართულებებია — პლასტიკური ქირურგია, ლაპარასკოპია, ზოგადი და სისხლძარღვთა ქირურგია, პროქტოლოგია, მამოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ტრავმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატოლოგია.
ბევრ ადამიანს არ უყვარს ექიმებთან სიარული და ამჯობინებს თვითმკურნალობას. თუმცა ზოგიერთი სიმპტომი წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს და აუცილებლად უნდა მიიყვანოს ადამიანი კონსულტაციაზე ქირურგთან. აი რამდენიმე მათგანი:
- მწვავე, მკაფიოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი, რომელიც გაჩნდა აშკარა მიზეზის გარეშე და აწუხებს ადამიანს უკვე რამდენიმე დღე
- შარდთან და განავალთან ერთად სისხლიანი გამონადენის არსებობა, სისხლის დენა (საშოს ან საშვილოსნოს) — ასეთი სიმპტომატიკის დროს არ ღირს ქირურგთან ვიზიტის გადადება, რადგან შეიძლება გახდეს საჭირო სასწრაფო ოპერაცია
- რბილი ქსოვილების გაურკვეველი შეშუპება, შეწითლება
- სიმსივნე, მეჭეჭების გადიდება — დარტყმის გარეშე კოპებისა და ტრავმების გაჩენა წარმოადგენს მედიცინის სპეციალისტთან მიმართვის მნიშვნელოვან საბაბს
რათა არ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება პათოლოგიების ზემოაღნიშნული ნიშნების დროს მნიშვნელოვანია დაუყონებლივ ჩაეწეროთ ექიმთან მიღებაზე.
მდიდარი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების წყალობით ჩვენი ქირურგია აღწევს მაღალ შედეგებს. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენთან მომართვის შემთხვევაში თქვენ იქნებით პროფესიონალთა საიმედო მეთვალყურეობის ქვეშ.
მუცლის ღრუს, სისხლძარღვებისა და რბილი ქსოვილების გამოკვლევა და მკურნალობა — ზოგადი ქირურგიის პრეროგატივაა. ყველა ოპერაცია ტარდება მხოლოდ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და გააჩნია რთული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში ხასიათი. მკურნალობას თან ახლავს პაციენტის ხანგრძლივი ყოფნა სტაციონარში — როგორც ოპერატიულ ჩარევამდე, ასევე მის შემდეგ.
საქმიანობის ამ სფეროს მიეკუთვნება აბდომინალური ქირურგია, რომელიც ითვალისწინებს ლაპაროსკოპიული ოპერაციების ჩატარებას კანის საფარის დარღვევის გარეშე. ეს მეთოდიკა გამოიყენება წყლულოვანი დაავადებების, ნაწლავების გაუვალობის, თიაქარის, აპენდიქსის ანთების დროს. ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ლიკვიდირებას ქირურგი ცდილობს ასევე მსგავსი წესით
ქირურგიის მიმართულების ექიმები
ქირურგიის ნაირსახეობა
თითოეული სპეციალისტის მუშაობის სპეციფიკა
ქირურგი ატარებს პაციენტის გამოკვლევას, ადგენს დიაგნოზს, ნიშნავს და ახორციელებს შესაბამის მკურნალობას, რომელიც არ გულისხმობს ფარმაცევტული პრეპარატების მიღებას. პათოლოგიური პროცესის აღმოფხვრა ხორციელდება ანესთეზიის ქვეშ კანის საფარის მთლიანობის დარღვევის გზით. ამ მედიცინის მუშაკის სპეციალიზაცია ითვალისწინებს
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და სისხლძარღვების;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის;
- გინეკოლოგიის;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის;
- ონკოლოგიური ხასიათის
დაავადებების მკურნალობას.
ქირურგი-ენდოკრინოლოგი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობას, ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტი დაკავებულია გარეგნობის თანდაყოლილი დეფექტებისა და ანომალიების გამოსწორებით.
ამ საქმიანობის სფეროში არსებობს მრავალი მიმართულება.
ოპერატიული ქირურგიული დახმარება
სასწრაფო ქირურგიული დახმარება შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის დროს. პირობითად ასეთი მდგომარეობების დაყოფა შეიძლება ორ ჯგუფად:
- რომელიც წარმოიშვა გარე ფაქტორების ან ტრავმების ზემოქმედების შედეგად: მუცლის ტრავმა ბლაგვი საგნით შინაგანი ორგანოების გახეთქვით, ორგანიზმში უცხო სხეულების არსებობა;
- რომელიც წარმოიშვა შინაგანი ფაქტორების და დაავადებების გართულებების შედეგად: აბსცესები, ფლეგმონები, აპენდიციტი, პერიტონიტი და ა.შ.
გადაუდებელი ქირურგიის განყოფილებაში პაციენტის შემოსვლის დროს იწყება მისი დაუყოვნებლივი მომზადება ოპერაციისთვის. ავადმყოფის მაშინვე უტარდება საჭირო ანალიზები, რენტგენი, ულტრაბგერითი გამოკვლევა ოპერაციის რისკების შესამცირებლად. შეძლებისდაგვარად ჩვენი სპეციალისტები ცდილობენ ჩაატარონ არა ღრუს, არამედ ლაპაროსკოპიული ოპერაცია — მინი-პუნქციები იმ ადგილას, სადაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
ესთეტიკური ან პლასტიკური ქირურგია
ბოლო დროს მიიღო ფართო გავრცელება.
ეს არის ლიპოსაქცია, ძვლების ფორმების გასწორება, სახის დაჭიმვა და სხვა მანიპულაციები.
პლასტიკური ქირურგები მოწოდებულნი არიან გამოასწორონ გარეგნობის თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები და გააუმჯობესონ მისი ესთეტიკა.
ქირურგიის განვითარება ამჟამად დაკავშირებულია ასეპტიკისა და ანესთეზიის სრულყოფასთან, ასევე ვიზუალიზაციის აპარატული ტექნოლოგიებისა და სპეციალური — ლაზერული, ენდოსკოპიური და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებასთან.
უახლესი ქირურგიული ტექნოლოგიები ვითარდება ტრადიციულთან ერთად. როგორც მრავალი საუკუნის წინ, დღესაც გამოიყენება სკალპელი, ხოლო ქირურგის გამოცდილება, მხედველობა და ოსტატობა წარმოადგენს ოპერატიული მკურნალობის წარმატების განმსაზღვრელ პირობებს.
რეკონსტრუქციულ სფეროს მიეკუთვნება პლასტიკური ქირურგიის ოპერაციები.
მათი მიზანია ადმიანის სხეულის ფორმის და პროპორციების გაუმჯობესება.
ზოგიერთი შემთხვევაში პლასტიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ ოპერაციას, რომელსაც გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიკური მნიშვნელობა. პლასტიკური მეთოდები გამოიყენება ტრავმების შემდეგ აღდგენის დროს, აგრეთვე ონკოლოგიის შემთხვევაში.
თანამედროვე პლასტიკა — ეს არის გეგმიური, კარგად მოფიქრებული და საგულდაგულოდ მომზადებული ოპერაციები, რომლებიც იყენებს უახლეს სამედიცინო გამოგონებებს.
ღირებულება
ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით ყოველი ქირურგიული ჩარევის ღირებულის შეფასებას და ვცდილობთ შევაფასოთ ყოველი შემთხვევა ცალ-ცალკე. სწორედ ამიტომ თქვენი მკურნალობის ღირებულება ინდივიდუალურად დგინდება სპეციალისტის მიერ კონსულტაციაზე.