ენდოკრინოლოგია — ეს არის სამედიცინო მიმართულება, რომელიც შეისწავლის ენდოკრინული ჯირკვლების აგებულებას, ფუნქციებსა და დაავადებებს.
SoloMed-ის ენდოკრინოლოგიური მიმართულება წარმოდგენილია კონსულტაციებისა და სამკურნალო პროცედურების ფართო სპექტრით.
ენდოკრინული სისტემა აკონტროლებს ენდოკრინულ ჯირკვლებს, ნივთიერებათა ცვლასა და ჰორმონალურ ბალანსს ჩვენს ორგანიზმში. ჰორმონები ეს არის ნივთიერებები, რომლებიც გამოიყოფა სისხლძარღვთა სისტემაში ისეთი ენდოკრინული ჯირკვლებით, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი, ჰიპოფიზი ან გონადები, და ასრულებს თავის ფუნქციას დისტანციურად მთელ სხეულში. მათი ფუნქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მრავალი პროცესისთვის.
ენდოკრინოლოგია დაიყოფა შემდეგ მიმართულებებზე:
- დიაბეტოლოგია (შაქრიანი დიაბეტი და გლუკოზის ცვლის დარღვევა)
- თირეოიდოლოგია (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება)
- რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია (სასქესო ჰორმონები, მათი ფუნქცია ორგანიზმში, მენოპაუზა და ანდროპაუზა)
- დიეტოლოგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგი, რომელიც ეძღვნება სიმსუქნესა და ნივთიერებათა ცვლას
დიაგნოსტიკა
ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, კერძოდ: პაციენტის ორგანიზმში სხვადასხვა ჰორმონის დონის გასაზომად, ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი ენდოკრინული ჯირკვლების შესაფასებლად და მათ გამოსავლენად ადრეულ სტადიებზე, SoloMed-ის ექიმები იყენებენ დიაგნოსტიკურ ტესტებს.
- შარდის ყოველდღიური მოცულობის ტესტი
- სისხლის ანალიზი
- გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი
- ძვლების დენსიტომეტრია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- რენტგენი
- თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები
- ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები
- ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დაავადებები
- ჰიპოთირეოზი (ჰიპოთირეოიდიზმი)
- თირეოიდული კვანძები
- შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I და II)
- კვებითი ანომალიები
- რეპროდუქციული სისტემის ანომალიები
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
- ჭარბი წონა
- კახექსია
- ოსტეოპოროზი
- ჭარბთმიანობა
SoloMed-ის სადღეღამისო დიაგნოსტიკურ განყოფილებას გააჩნია გამოკვლევების სრული სპექტრი ნებისმიერი ენდოკრინული დარღვევის გამოსავლენად:
- ლაბორატორიული კვლევები
- ინსტრუმენტალური კვლევები:
- მრტ და კტ
- ულტრაბგერითი კვლევა
- დენსიტომეტრია (ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა)
სწორად დაგეგმილი მკურნალობა თამაშობს საკვანძო როლს ჯანმრთელობის
შენარჩუნებაში მრავალი წლის მანძილზე.
მკურნალობა
- კონსერვატიული მკურნალობა
- შაქრიანი დიაბეტის მართვა
- ოსტეოპოროზის მართვა
- ჰიპო- და ჰიპერთირეოიდიზმის მკურნალობა
ენდოკრინული სისტემის დაავადებები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდეს უსიმპტომოდ, ან მათი სიმპტომები შეიძლება იყოს სხვა დაავადებების მსგავსი. ენდოკრინოლოგიური დაავადებების საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მათმა შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ორგანიზმის ფუნქციონირებაში, რაც მოითხოვს რთულ, ხანგრძლივ, ხშირად სამუდამო მკურნალობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია ენდოკრინული სისტემის მუშაობაში დარღვევის აღმოჩენა პრესიმპტომურ სტადიებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი შემდგომი განვითარება და შემცირდეს გართულებების რისკი.