ანგიოლოგია

როდესაც საუბარია არტერიების, ვენებისა და ლიმფური ძარღვების ფუნქციებზე და დაავადებებზე – საჭიროა ანგიოლოგი — სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობის სპეციალისტი.

‌როგორც შინაგანი დაავადებების განყოფილება ანგიოლოგია დაკავებულია სისხლძარღვთა დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკით, ასევე ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობითა და თერაპიით, პროფილაქტიკით დაავადებების დროული პრევენციის მიზნით.‌

ტვინის მკვებავი სისხლძარღვები, მაგალითად, საძილე არტერიის შევიწროება, და, რა თქმა უნდა, ინსულტის თავიდან არიდება ასევე ანგიოლოგიის ყურადღების ცენტრშია.

ანგიოქირურგია

თანამედროვე ოპერაციული და პოსტოპერაციული მოვლის სერვისით აღჭურვილ ცენტრში ტარდება სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა და ამბულატორიული ანგიოქირურგიული მომსახურება.

ანგიოლოგიის დარგს მიეკუთვნება სისხლის მიმოქცევის კლინიკური სურათები:

  • სისხლის მიმოქცევის სისტემის მომმარაგებელი და გამომყვანი ნაწილები, ესე იგი არტერიები და ვენები
  • არტერიოლები და კაპილარები მიეკუთვნება არტერიულ სისხლძარღვებს
  • ლიმფური სისტემა

აქ ძირითადი ყურადღება ეთმობა კიდურების ისეთ დეგენერაციულ და ანთებით სისხლძარღვოვან დაავადებებს, როგორიცაა არტერიების ოკლუზიური დაავადება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შეშუპება ან თრომბის წარმოქმნა.